ღვინის დეგუსტაცია

საოჯახო მარანი - „ოდა“
2017 წლის მაისიდან საოჯახო მარანი - „ოდა“ დაინტერესებულ კომპანიებს, ინდივიდუალურ გიდებსა და დამოუკიდებელ ვიზიტორებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:
მეგრული სადილ
საოჯახო მარანი - „ოდა“ სტუმრებს სთავაზობს სადილს ტრადიციული მეგრული კერძებით. შესაძლებელია ორგვარი - სტანდარტული, ან სოფლის (მხოლოდ სოფლის, სეზონური, ცოცხალი პროდუქტებისგან მომზადებული კერძები) პაკეტების შეკვეთა. ადგილობრივი სამზარეულო გემოვნურად შეუწყვილდება დასავლეთ საქართველოს ბუნებრივ ღვინოებს - წითელი ოჯალეში, თეთრი ოჯალეში, ორბელის ვარდისფერი ოჯალეში, კრახუნა, ცოლიკოური და სხვ. წარმოდგენილი იქნება ორი მცირე მარნის - საოჯახო მარნის „ოდა“ და Vino M’ARTville-ის ღვინოები.
სტუმრების რაოდენობისა და სურვილის შესაბამისად, ლხინი შესაძლებელია გაჩაღდეს როგორც თავად ოდაში (მისაღები ოთახი, აივანი), ისე - ღია ცის ქვეშ, ფანჩატურებში, ან ფაცხაში.
სადილის ორგანიზება შესაძლებელია „ოდას“ ნებისმიერ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე. აუცილებელია წინასწარი დაჯავშნა სასურველ დრომდე არა უგვიანეს 24 საათით ადრე.

ბეჭდვა