ნატურალური ღვინის ბარი
2017 წლის მაისიდან საოჯახო მარნის ბაზაზე გაიხსნება ღვინის ბარი, სადაც ორგანული ღვინისა და ბუნების მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ შეუკვეთონ სასურველი ღვინო ხემსის დაფებთან ერთად. ღვინის ბარში წარმოდგენილი იქნება სამი მცირე მარნის - საოჯახო მარნის - „ოდა“, Vino M’ARTville-ისა და თარგამეულის მარნის ბუნებრივი ღვინოები სამეგრელოს, იმერეთისა და ლეჩხუმის ვენახებიდან. ღვინის ბარი წარმოდგენილია როგორც ოდის უძველეს აივანზე, ისე - ეზოში, ღია ფანჩატურებში. ბუნებრივ გარემოსთან შეზრდილი ჰარმონიული მუსიკა, ცვრიანი ბალახი და ეზოში მოჩუხჩუხე მდინარე საუკეთესო გარემოა ქალაქის ხმაურით გადაღლილი სტუმრებისათვის
.

ნატურალური ღვინის ბარი ღია იქნება „ოდას“ ნებისმიერ სამუშაო დღეს 12:00-დან 21:00 საათამდე.