ღვინის დეგუსტაცია

ღვინის დეგუსტაცია
საოჯახო მარანი - „ოდა“ ღვინის მოყვარულებსა და პროფესიონალებს სთავაზობს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ღვინოების დეგუსტაციებს.

წარმოდგენილი იქნება სამი მცირე მარნის - „ოდას“, Vino M’ARTville-ისა და თარგამეულის მარნის იშვიათი ჯიშებისგან სხვადასხვა მეთოდით წარმოებული ღვინოები:
1. ოჯალეში 2015. თეთრი, მშრალი (უჟანგ ავზში). სამეგრელო, სოფ. ბეთლემი;
2. ცოლიკოური 2015. თეთრი, მშრალი (უჟანგ ავზში). სამეგრელო, სოფ. თამაკონი;
3. ცოლიკოური 2016. თეთრი, მშრალი (ქვევრში). იმერეთი, სოფ. დიმი;
4. კრახუნა 2016. თეთრი, მშრალი (ქვევრში). იმერეთი, სოფ. დიმი;
5. ცოლიკოური-კრახუნა 2016. თეთრი, მშრალი (ქვევრში). იმერეთი, სოფ. დიმი;
6. ორბელური ოჯალეში 2016. როზე (უჟანგ ავზში). ლეჩხუმი, სოფ. ორბელი;
7. ორბელური ოჯალეში 2015. წითელი, მშრალი (უჟანგ ავზში). ლეჩხუმი, სოფ. ორბელი;
8. პანეში 2015. წითელი, მშრალი (უჟანგ ავზში). სამეგრელო, სოფ. თამაკონი;
9. ორბელური ოჯალეში 2016. წითელი, მშრალი (დაყენებული ქვევრში). ლეჩხუმი, სოფ. ორბელი

ბეჭდვა