მეთვრამეტე საუკუნის მარანი დადიანებში, სოფელი სალხინო
მოგესალმებით.
ღვინის სახლი ,,დადიანები“ მდებარეობს სოფელ სალხინოში, დადიანების საშემოდგომო რეზიდენციასთან. ორსართულიანი ტიპის შენობა მოიცავს ღვინის სახლს (I სართული) და
სასტუმროს (II სართული - 35 პერსონა). სასტუმრო აღჭურვილია თანამედროვე
სტანდარტებით. ღვინის სახლი ,,დადიანები“ გთავაზობთ მყუდრო, ოჯახურ გარემოს, სადაც
შეგეძლებათ დააგემოვნოთ და მიირთვათ მეგრული კერძები ღვინო ოჯალეშთან ერთად.
მე-18 საუკუნის მარანი სოფელ სალხინოს სავიზიტო ბარათია. ჯერ კიდევ 1912 წელს ღვინის
განსაკუთრებული ჯიში - ოჯალეში პირველად გავიდა ექსპორტზე, გაიცნო მსოფლიომ და
ოქროს მედლით დაუბრუნდა სამშობლოს.
ღვინის სახლი ,,დადიანები“-ის მიერ შემოთავაზებული პაკეტები:
• 15 ლარი - ოჯალეშის დეგუსტაცია, მე-18 საუკუნის მარნის
დათვარიელება
• 25 ლარი - ოჯალეშის, ციცქა-ცოლიკაურისა და ჭაჭის დეგუსტაცია, მე-18 საუკუნის
მარნის დათვარიელება
• 40 ლარი - ოჯალეშის, ციცქა-ცოლიკაურისა და ჭაჭის დეგუსტაცია, მე-18 საუკუნის
მარნის დათვარიელება, მეგრული კერძები (ელარჯი, გებჟალია, მეგრული ხაჭაპური,
სულგუნი და მჭადი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, კიტრი-პომიდვრის სალათა, წიწილა
ტაბაკა, მწვადი)
• 50 ლარი - ოჯალეშის დეგუსტაცია, მე-18 საუკუნის მარნის
დათვარიელება, მეგრული სამოსის მორგება, ფოტოსესია დადიანების რეზიდენციასა
და ღვინის მარანში.
გარდა ამისა, შეგვიძლია დაგიგეგმოთ ტური მარტვილის კანიონზე
შემოგვიერთდი Facebook-ზე
ღვინის სახლი "დადიანები"