ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის
სოფ.ბალდაში. კირქვულ ქანებში მდინარე აბაშის დინების შედეგად
გამომუშავებული კანიონის სიგრძე 1400 მ-ია. სიგანე - 5-10მ. ხოლო
ჩაჭრის სიღრმე - 25-30 მეტრი.
მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ.
ბალდაში, ტაბაკელას ქედის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე, მდ.აბაშის
ხეობაში მდებარეობს. ეოცენური ასაკის შრეებრივ კირქვებში
გამომუშავებულ ორსართულიან მღვიმეში გამდინარე წყლის მუდმივმოქმედი
ნაკადი მდ.აბაშას უერთდება. მღვიმეში შემორჩენილია შუა საუკუნეების
პერიოდის ციხე-სიმაგრის ნაშთები: ამოყვანილია ქვითკირის კედელი,
დატანილია სათოფურები. ორი დარბაზი ერთმანეთს ვიწრო გასასვლელით
უკავშირდება. მღვიმე მთავრდება მცირე ზომის ტბით..ბალდის კანიონის
ბუნების ძეგლი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ.ბალდაში.
კირქვულ ქანებში მდინარე აბაშის დინების შედეგად გამომუშავებული
კანიონის სიგრძე 1400მ-იამ, სიგანე - 5-10 მ, ხოლო ჩაჭრის სიღრმე -
25-30 მეტრი.