ონიორეს ჩანჩქერი და ტობას პირველი მღვიმე

ნაზოდელაოს მღვიმის ბუნების ძეგლი მდებარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ. ახუთში. ძეგლი გამორჩეულია თავისი პარამეტრებით - მეოტურ კონგლომერატებში გამომუშავებული კლასტოკარსტელი მღვიმის სიგრძე 600 მ-ია.
მღვიმე შესასვლელი დარბაზით იხსნება, რომელიც ხუბჰორიზონტული განტოტვილი ტალანის (გვირაბის) ბოლო ნაწილს წარმოადგენს. მთავარი ტალანის ფსკერზე ჩაჭრილ 7-8 მ-ის სიღრმის ეროზიულ კანიონში საშუალო ზომის ცივი, მიწისქვეშა მდინარე გაედინება. მთავარ ტალანს გამოეყოფა მასთან შედარებით უფრო მოკლე და ვიწრო ორი შტო, რომელთაგანაც ერტი გამჭოლია და ზემო ბოლოთი სამზეოზე გადის. მღვიმესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებულია ხელფრთიანები.

ბეჭდვა