ტობას ჩანჩქერი და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე

ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის ბუნების ძეგლების კომპლექსი მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდ.აბაშის მარცხენა შენაკადის, მდ. ტობის ხეობაში მდებარეობს და არსენ ოქროჯანაშვილის (ტობა II) მღვიმისა და მღვიმიდან გადმომავალი ტობის კასკადოვანი ჩანჩქერის ერთობლიობას წარმოადგენს.
ძნელად მისადგომ მღვიმეში მოსახვედრად აუცილებელია სპეციალური აღჭურვილობა. შიგნით გადასაადგილებლად კი რეზინის ნავია საჭირო. 3-იარუსიან, მრავალგანშტოებიან მღვიმეში რამდენიმე დარბაზია. მათ შორის გამოირჩევა : „ნონას დარბაზი“, „ნანას დარბაზი“, „სალონი“, „უნივერსიტეტი 50“ და „ტბიანი“. მღვიმის სიგრძე 1300 მ-ია, ხოლო კასკადოვანი ჩანჩქერი საქართველოში ყველაზე მაღალია და ჯამურად მისი სიმაღლე 234 მ-ია
ბეჭდვა